მთავარიამერიკააშშოსკარის დაჯილდოების ცერემონია 25 აპრილს გაიმართება

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 25 აპრილს გაიმართება

პანდემიამ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოება რამდენიმე თვით გადაავადა. თუმცა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 25 აპრილს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

ფილმი ,,მანკი’’ ოსკარის 10 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო ფილმის ნომინაციზე. ოსკარზე ასევე წარდგენილნი არიან: დევიდ ფინჩერი, როგორც საუკეთესო რეჟისორი, გარი ოლდმანი, როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და ამანდა სეიფრიდი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი მსახიობი.

,,მანკი”

 

ფილმი ,,მეტალის ხმა’’ წარდგენილია 6 ნომინაციაზე, ერთ-ერთი ნომინაცია- საუკეთესო ფილმი. ასევე, ოსკარზე წარდგენილნი არიან  რიზ აჰმედი, როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და პოლ რაჩი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მამაკაცი.

,,მეტალის ხმა’’

 

ფილმი ,,მამა’’ ასევე 6 ნომინაციაზე იქნება წარდგენილი: როგორც საუკეთესო ფილმი. მსახიობებიდან კი ენტონი ჰოპკინსი, როგორც საუკეთესო მსახიობი და ოლივია კოლმანი როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი.

“მამა”

 

ფილმი ,,იუდა და შავი მესია’’ ასევე 6 ნომინაციაზე იქნება წარდგენილი: მათ შორისაა როგორც  საუკეთესო ფილმი და ლაკიტ სტენფილდი და დანიელ კალუია წარდგენილნი არიან, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცები.

„იუდა და შავკანიანი მესია”

 

დაბალბიუჯეტიანი, 2 მილიონ დოლარად გადაღებული ფილმი ,,მინარი’’, რომლის რეჟისორიც გახლავთ ლი ისააკ ჩანგი, ასევე 6 ნომინაციაზე არის წარდგენილი, მათ შორისაა როგორც საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის კატეგორია.

 

ასევე, ოსკარის ნომინაციაზე წარდგენილნი არიან სტივენ იუნი, როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და იუნ იუ-ჯუნგი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი.

,,მინარი”

 

ფილმი ,,მომთაბარე მიწა’’, რომლის რეჟისორიც არის ქლო ჟაო, ასევე 6 ნომინაციაზე იქნება წარდგენილი, მათ შორისაა საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციები.  ფრენსის მაკდორმანდი კი წარდგენილია, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.

“მომთაბარე მიწა”

 

ფილმი ,,ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო ’’ ასევე 6 ნომინაციაზე იქნება წარდგენილი, მათ შორისაა საუკეთესო ფილმი.  ასევე წარდგენილია  საშა ბარონ კოენი, როგორც საუკეთესო მეორეხარისხოვანი მამაკაცი მსახიობი.

 

,,ჩიკაგოს შვიდეულის სასამართლო ’’

 

 

 

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend