მთავარი საქართველო აღდგომის ღამეს "კომენდანტის საათის" მოხსნა არ იგეგმება

აღდგომის ღამეს “კომენდანტის საათის” მოხსნა არ იგეგმება

21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა აღდგომის ღამეს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არ იგეგმება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, თამარ გაბუნიამ აღდგომის დღესასწაულზე არ გამორიცხა დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხიც.

“სააღდგომო დღესასწაულამდე თითქმის ათი დღე დარჩა და ამ დრომ შესაძლოა ეპიდემიოლოგიური ვითარება შეცვალოს. დღევანდელი მდგომარეობით გამორიცხული არ არის, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს. უნდა დაველოდოთ რა მიმართულებით განვითარდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამ დღეების განმავლობაში”, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

თამარ გაბუნიას განცხადებით რელიგიური მსახურების პროცესში ყველა ის წესი უნდა იყოს დაცული, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას უშლის ხელს.

უახლესი

სხვა ამბები

აღდგომის ღამეაღდგომის ღამე