მთავარისაქართველოვისაც ორგანო აქვს გადანერგილი აცრას 21-დან 23 აპრილის ჩათვლით შეძლებს

ვისაც ორგანო აქვს გადანერგილი აცრას 21-დან 23 აპრილის ჩათვლით შეძლებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორგანოგადანერგილი ადამიანებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. მათ ვისაც ორგანო აქვს გადანერგილი, “პფაიზერის” ვაქცინით აცრა 21-დან 23 აპრილის ჩათვლით აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეუძლიათ.

კლინიკა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირის 29 ნომერში, მდებარეობს. ორგანოგადანერგილებს წინასწარი რეგისტრაცია არ სჭირდებათ, მათ ადგილზე დაარეგისტრირებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend