მთავარისაქართველოვინ ვერ ისარგებლებს სავალდებულო უქმე დღეებით

ვინ ვერ ისარგებლებს სავალდებულო უქმე დღეებით

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში უქმე დღეები გამოცხადდა.

სავალდებულო დასვენების დღეების გამოცხადება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად.


მთავრობის დადგენილების თანახმად მოთხოვნა არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების იმ სამსახურებსა და თანამშრომლებზე, რომელთა ფუნქციების შესრულებაც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებენ აუცილებლობას წარმოადგენს.

სავალდებულო დასვენების დღეები ასევე არ ვრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა და მათ მიერ შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ და დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებით, ერთობილი ბრძანებით განსაზღვრავენ იმ მეწარმე სუბიექტებსა ან საქმიანობებს, რომლებზეც უქმე დღეები არ გავრცელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend