მთავარი გადაცემები კუბი პოლიტიკურ შეთანხმებას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა

პოლიტიკურ შეთანხმებას სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

„მივესალმებით 19 აპრილს საქართველოში მიღწეულ შეთანხმებას. კეთილსინდისიერების ეს ნიშანი მნიშვნელოვანი პროგრესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. მისი განხორციელებაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, რომ ამ შეთანხმებამ თავის მისწრაფებებს მიაღწიოს“, – წერს ტვიტერზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.

 

სოციალურ ქსელში

განცხადებას აქვეყნებს საქართველოში აშშ-ის საელჩოც: „მიუხედავად იმისა, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლითაც სრულდება მრავალთვიანი მოლაპარაკებები, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია მისი განხორციელებაც. ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს პარლამენტს ამ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტის ცალკეულ დეპუტატებსა და დანარჩენ პარტიებს, ხელი მოაწერონ ამ შეთანხმებას, რათა სრულად ფუნქციონირებად პარლამენტში საქართველოს ყველა არჩეულმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე არსებულ გადაუდებელ საკითხებზე ერთობლივი მუშაობა დაიწყოს“, – აცხადებენ საელჩოში.

სოციალურ ქსელში

„ბრავო პარლამენტის ყველა წევრს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა, იმედი მაქვს, მათ სხვებიც შეუერთდებიან და შეთანხმება შესრულდება“ ,– ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი ტვიტერზე წერს.

სოციალურ ქსელში

რაც შეეხება საქართველოს, 19 აპრილს, საღამოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ის პარტიას ტოვებს. სოციალურ ქსელში პარტიის მხარდამჭერების მხრიდან სალომე სამადაშვილის გვერდზე ბევრი კრიტიკული კომენტარი დაიწერა.

სოციალურ ქსელში

„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია, მელიას გამოშვების გარეშე რომ არ აწერენ ხელს ამ დოკუმენტს. თუმცა სხვებმა უნდა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ. მერე, ვინც მოაწერს, იმათ „მოღალატეს“ დავუძახებთ. ოღონდ მელიას გამოსვლის შემდეგ თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები“ – წერს სამადაშვილი.

სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში

მას მხარი დაუჭირა ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძიემ. მათი თქმით, ისინი არ ეთანხმებიან სამადაშვილის გადაწყვეტილებას, თუმცა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

სოციალურ ქსელშისოციალურ ქსელში