მთავარიკუბიჯანდაცვის სამინისტრო კოვიდპასპორტების მობილურ აპლიკაციაზე მუშაობს

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდპასპორტების მობილურ აპლიკაციაზე მუშაობს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მუშაობენ კოვიდპასპორტის მობილურ აპლიკაციაზე, რომლითაც შემოწმდება, გაკეთებული აქვს თუ არა ამა თუ იმ პიროვნებას  კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა.

კოვიდპასპორტების საკითხი აქტუალურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მიიჩნევა, რომ მათი გამოყენება მნიშვნელოვნად გააადვილებს მოგზაურობას და მოქალაქეებს თავიდან აარიდებს საზღვრებზე ტესტირების საჭიროებას.

ევროკომისიამ 17 მარტს წარადგინა კორონავირუსის ციფრული პასპორტების კონცეფცია. კომისიაში იმედოვნებენ, რომ ევროკავშირის მასშტაბით კოვიდპასპორტების სისტემა ივნისის ბოლოს ამოქმედდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend