მთავარისაქართველო20 აპრილი ჩინური ენის დღეა

20 აპრილი ჩინური ენის დღეა

20 აპრილს მსოფლიო ჩინური ენის დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაარსდა და უკვე თერთმეტი წელია აღინიშნება.

ჩინურ ენაზე მსოფლიო მოსახლეობის 16% ანუ დაახლოებთ 1 მილიარდ 100 მილიონი ადამიანი საუბრობს.

23 წლის ანუკა მახარაძე თბილისის კონფუცის ინსტიტუტის კურსდამთავრებულია.

“როდესაც გადავწყვიტე უნივერსიტეტში ჩასაბარებლად პროგრამა ამერჩია, ვიფიქრე, რომ ჩინური ენა ყველაზე პერსპექტიული იქნებოდა და ნამდვილად იმედები არ გამიცრუვდა. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს ჰობისა და საქმიანობას ერთმანეთს ვუთავსებ და შემიძლია ის ვაკეთო, რაც მომწონს“, – გვიყვება ანუკა მახარაძე.

 
ანუკა ამბობს, რომ ჩინური ენის სწავლა იოლი არ აღმოჩნდა…

„ევროპული ენებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა სივრცეში გადადიხარ. იეროგლიფები, ტონები – ახალ სირთულეებს ეჯახები. მაგრამ ნელნელა ხვდები, თუ რამდენად საინტერესო ენაა. თითოეულ იეროგლიფში შეგიძლია ახალი ისტორია იპოვო“, – ამბობს ანუკა.

უკვე ოთხი წელია, ჩაო ლიუ ქართველებს ჩინურ ენას ასწავლის. მას თითქმის ყველა ასაკის მოსწავლე ჰყავს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

„ქართველებს ასეთი გამოთქმა გაქვთ – ეს ჩემთვის ჩინურია. რეალურად კი სხვა ერებთან შედარებით, ქართველებს ნაკლებად უძნელდებათ ჩინური ენის სწავლა. რა თქმა უნდა, იეროგლიფების სწავლა და გამართულად ლაპარაკი რთულია. თუმცა ქართველებსა და ჩინელებს ბევრი მსგავსი თანხმოვანი გვაქვს – მაგალითად ჟ, ჭ, ფ, თ და წ, რაც ქართველებს ენის ათვისებას უადვილებს“, – ამბობს ჩაო ლიუ.

ჩინური ენა უკვე საკმაოდ ბევრ ქართულ სკოლასა და  უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება.

„ეს განპირობებულია იმით, რომ ჩინეთი საერთაშორისო არენაზე ანგარიშგასაწევი მოთამაშეა. იგი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორიცაა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია დასაქმების პერსპექტივა. ახალგაზრდამ იცის, რომ თუკი მას CV- ში ჩინური ენა უწერია, იგი მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი კადრი ხდება“, – ამბობს კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი მარინე ჯიბლაძე.

ჩინური ენის საერთაშორისო დღე ახლოვდება, საქართველოში კი გრძელდება ჩინური ენის გაკვეთილები.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend