მთავარი ამბები კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები მიიღო

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები მიიღო

კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები დაამტკიცა.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტი ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო საკომუნიკაციო მომსახურება ჰქონდეს.

ახალი რეგლამენტით მომხმარებელს ენიჭება არჩევანის სრული თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, ვისგან შეიძინოს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა მისთვის ხელსაყრელი საფასურით და პირობებით, რაზეც კომპანია უარს ვერ განაცხადებს. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია მოწყობილობის ქსელში ჩართვა.

კომპანიებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება მომსახურების პირობის ცვლილების შესახებ მომხმარებელს 10 სამუშაო დღის ნაცვლად, ერთი თვით ადრე მიაწოდოს ინფორმაცია, რის შედეგადაც აბონენტს ექნება საკმარისი დრო, თუ  შეცვლილი პირობები არ იქნება მისაღები, შეცვალოს პროვაიდერი.

ახალი რეგლამენტით განისაზღვრა მომხმარებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც განსაკუთრებით აქტუალური  პანდემიის პერიოდში გახდა.

ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელ კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, კომისიის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე, უზრუნველყოს  მომხმარებლებისთვის საქართველოში განთავსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველ ვებგვერდებზე  ხელმისაწვდომობა საგანგებო მდგომარეობის დროს, მაშინაც კი, როცა მათ ინტერნეტსერვისი გამორთული აქვთ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების შედეგად მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, კომპანიასთან სააბონენტო ხელშეკრულება ოფისში მისვლის გარეშე გააფორმოს, რაც აბონენტს დამატებით კომფორტს შეუქმნის.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი რეგლამენტის გაუმჯობესების მიზნით კომუნიკაციების კომისია ევროპელ ექსპერტებთან და ოპერატორებთან ერთად, ევროპული პრაქტიკისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით რამდენიმე თვე მუშაობდა.  ახალი რეგულაციები 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება.  ამასთან კომისია მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, ტელეკომოპერატორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend