მთავარიმსოფლიოამერიკასამხრეთ ამერიკაში პანდემია კვლავ მძვინვარებს

სამხრეთ ამერიკაში პანდემია კვლავ მძვინვარებს

კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საფრანგეთმა არგენტინიდან, ჩილედან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან მომავალ მგზავრებს შეზღუდვები დაუწესა. შეზღუდვებში შედის ათდღიანი კარანტინიც. სან-პაულუში მგზავრებს ახალი ამბავი არ გაჰკვირვებიათ.

„ბრაზილიას მსოფლიოში ძალიან ცუდი სახელი აქვს. ყველამ იცის, რომ ბრაზილიაში პანდემიასთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ“, – აცხადებს ტურისტული აგენტი უილიამ რაფაელ სილვა.


მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, ბრაზილიის ყველაზე დასახლებულ რეგიონ სან-პაულუში შეზღუდვები შემსუბუქდა.

ადგილობრივი უწყებების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება გაზრდილი უმუშევრობისა და ბიზნესსექტორისგან მომავალი წნეხის გამო მიიღეს.

ცოტა ხნის წინ არგენტინამ „კოვაქსის“ პლატფორმისგან „ასტრაზენეკას“ 800 ათასი დოზა მიიღო. პლატფორმა დაბალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებისთვის ვაქცინების მიწოდებას ისახავს მიზნად.

ვაქცინაციის პარალელურად ბუენოს-აირესში კარანტინის გამოცხადების წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

„ტყუილია, რომ მთავრობა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ადამიანების გამოკეტვა მათზე ზრუნვას არ ნიშნავს. სახლში ჩაკეტვას ჯანმრთელობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აცხადებს აქციის მონაწილე მარჩელო პერეტა.

ამასობაში ჩილემ ჩინეთისგან „სინოვაკის“ ვაქცინის დოზები მიიღო. ვაქცინაციის წარმატებული პროგრამის მიუხედავად, ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო რამდენიმე კვირაში გაორმაგდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend