მთავარიევროპაუკრაინააღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ დაძაბულობაა

აღმოსავლეთ უკრაინაში კვლავ დაძაბულობაა

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამხედრო ძალების ასეთი მასშტაბის მობილიზება 2014 წლის შემდეგ არ ყოფილა. უკრაინელი სამხედროების თქმით, ისინი ყველაფრისთვის მზად არიან.

„ხმები დადის, რომ რუსეთი შეტევაზე გადმოსვლას აპირებს. თუმცა ეს ჩვენ არ გვასუსტებს, პირიქით, გვაძლიერებს. ასეთი გამონათქვამი არსებობს: თუ გსურს მშვიდობა, ყოველთვის იყავი მზად ომისთვის. ჩვენ მტერთან შესახვედრად მზად ვართ“, – ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი იური.


ჯარების მობილიზების პარალელურად რუსეთი აქტიურ საინფორმაციო ომსაც ეწევა.

„საინფორმაციო ომი ფიზიკურ ომზე არანაკლებ საშიშია. რუსები ხშირად ორივე გზას მიმართავენ. ამჟამად კრემლი მუქარის რეჟიმშია გადასული, რაც უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – აცხადებს უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდერ ტკაჩენკო.

უკრაინული ქალაქი ავდიივკა სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს.

ადგილობრივი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი ბარაბაშის თქმით, მოსახლეობა შეშინებულია, თუმცა პანიკაში არ არის.

„ხალხი მშვიდადაა. როდესაც ახალ ამბებში საშინელებებს უყურებ და შემდეგ სროლის ხმას გაიგებ, ბუნებრივია, შეგეშინდება. თუმცა ქალაქში პანიკა არაა“, – ამბობს სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში აცხადებენ, რომ უკრაინულმა არტილერიამ ქალაქ დონეცკში საცხოვრებელი ბინა დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.

„აფეთქებების სერია 30 წუთი გრძელდებოდა. შემდეგ კი სიჩუმე ჩამოვარდა“, – ყვება ადგილობრივი.

მედიის განცხადებით, არტილერიის სამიზნე ქალაქის ელექტროსადგური იყო. დაბომბვის შედეგად სადგური დაზიანდა, თუმცა ელექტროენერგია ქალაქში მალევე აღდგა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend