იფთარი ცაში

დუბაიში რამადანის აღნიშვნა ბევრნაირად შეიძლება. შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის „კულტურული ურთიერთგაგების ცენტრში“, სადაც სტუმრები ადგილობრივი წეს-ჩვეულებების შესასწავლად მიდიან, რამადანის ტრადიციაზეც ესაუბრებიან.

ცენტრის დევიზია „ღია კარი გახსნილი გონებაა“. იგი 1998 წელს დაარსდა  ისტორულ ალ ფაჰიდის უბანში და მას შემდეგ კულტურული ბარიერების მსხვრევას ემსახურება.   როგორც ცენტრის კულტურის წარმომადგენელი მეერა ალფალასი ამბობს, ცენტრის ფუნქცია არაბთა გაერთიანებული საამიროების კულტურისა და ტრადიციების გაცნობაა, მათ შორის სამზაეულოსიც.

მეერა ალ ფალასი:

„ჩვენ რამდენიმე  პროგრამა გვაქვს, მათ შორის კვების კულტურისა და მემკვიდრეობის ტურის პროგრამები. ამ პროგრამების საშუალებით ღია საუბრები გვაქვს საამიროების მასპინძლებთან. ვიცით, რომ უამრავ ადამიანს  საამიროების შესახებ ბევრი რამის გაგება სურს და ვცდილობთ ძალიან გახსნილი გარემო შევქმნათ, სადაც ყველას შეუძლია ნებისმიერი კითხვის დასმა.“

მეერა ალ ფალასის განმარტებით,  ცენტრი სტუმრებს რამადანისა და იფთარის შესახებაც ესაუბრება  და მერე მეჩეთში მიჰყავს მცირე ტურზე.

იფთარი მუსლიმების ვახშამია, რომლითაც მუსლიმები  რამადანის ყოველდღიურ მარხვას ასრულებენ.

რესტორანი „სამად ალ ირაქი“, რომელიც ჯუმეირას გულში მდებარეობს, მუსლიმებისთვისაც და არამულსიმებისთვისაც იფთარის მისართმევად საყვარელი ადგილია.

რესტორნის პარტნიორი მოე ალჰაჯი ამბობს, რომ იფთარის დროს სუფრაზე ტრადიციული კერძია სოუზი – ჩაშუშული ბატკანი ბრინჯის სხვადსხვა გარნირით, ასევე საყვარელი დესერტია  ფინიკი და კუნაფა, რომელიც ფქვილით, წყლითა, სიროფით და ყველით მზადდება.

დუბაიში იფთარის მირთმევა მსურველს ღრუბლებშიც კი შეუძლია.

„იფთარი ცაში“ მგზავრებს გახსნილებას კერძო თვითმფრინავში გაერთიანებული საამიროების თავზე სთავაზობს. ამ მომსახურებას კომპანია Jetex-ი  ეწევა და ისეთ მომხმარებელზეა გათვლილი, რომელსაც კერძო თვითმფრინავით არასოდეს უსარგებლია, ან ვისაც უბრალოდ ფრენა მოენატრა.

ოლეგ კაფაროვი, Jetex-ის წარმოამდგენელი:

„რამადანის დროს მსგავსი მომსახურება მსოფლიოში პირველია. ჩვენ ვიწვევთ მგზავრებს, 6-მდე მგზავრი დაიშვება, იმისათვის რომ ჩვენთან ერთად შემოუფრინოს არაბთა გაერთაინებული საამიროების შვიდივე საამიროს. ჩემი აზრით, ეს მშვენიერი იდეაა. მზის ჩასვლის დროს საუკეთესო განათებაა. თანაც არაჩვეულებრივი სამზარეულო გვაქვს, ბორტზე შეფმზარეულიც არის. მგზავრებს  ჩვენი ეკიპაჟი მოემსახურება. ეს სახალისო მგზავრობაა მათთვის, ვისაც მოგზაურობა მოენატრა.“

როგორც არ უნდა გადაწყვიტო დუბაიში რამადანის გატარება, ერთი რამ არ დაგავიწყდეს: მოილხინე და ილოცე.

ავტორი: სარა ჰედლი ჰაიმერსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend