მთავარი ამბები „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილი პირებიდან ორი გაათავისუფლეს

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას მძევლად აყვანილი პირებიდან ორი გაათავისუფლეს

ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში სამართალდამცავები შევიდნენ,  უცნობია, დასრულდა თუ არა სპეცოპერაცია.

ცოტა ხნის წინ ფილიალი ორმა მძევალმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე რჩება კიდევ ერთი მძევალი.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელიც ცოტა ხანში განცხადებას გააკეთებს.

ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend