ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, გათავისუფლებული მძევლები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.
ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თავდამსხმელმა რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.