მთავარიმსოფლიოევროპასაფრანგეთი Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებაზე უარს არ ამბობს

საფრანგეთი Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებაზე უარს არ ამბობს

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რეიმსში, ბავშვთა ფსიქიატრიულ განყოფილებას ესტუმრა. განყოფილებაში იმ ბავშვებს მკურნალობენ, რომელთაც პანდემიამ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი უარს არ იტყვიან Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა მისი გამოყენება შეაჩერა. ამ საკითხზე ისაუბრა საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა გაბრიელ ატალმაც. მან აღნიშნა, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დამტკიცებულია როგორც ევროპის წამლის, ასევე საფრანგეთის ჯანდაცვის სააგენტოს მიერ. აქედან გამომდინარე, მთავრობაში არ იგეგმება Johnson & Johnson – ის ვაქცინის გამოყენების აკრძალვა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მსგავსად, Johnson & Johnson-ით 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში აიცრებიან.


ევროპის სხვა ქვეყნებში კი ნელ-ნელა მსუბუქდება საკარანტინო შეზღუდვები. ბელგიაში, სადაც იანვრიდან მოყოლებული აკრძალულია საზღვრის გადაკვეთა ტურიზმისა თუ სხვა მიზეზების გამო, ორშაბათიდან წესები შეიცვლება.

ნიდერლანდებში, ქალაქ უტრეხტში, კი საცდელ რეჟიმში 5 კაფე გაიხსნა.

ხელისუფლება დააკვირდება პროცესებს, თუ რამდენად შეიძლება გრძელვადიან პირობებში გაიხსნას პაბები ისე, რომ  კორონავირუსი არ გავრცელდეს.

სტუმრებს უცნაური შეგრძნება აქვთ, როდესაც ნიღბის გარეშე სხედან, თუმცა ყველა მოხარულია, რომ ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს სურდა ადგილის დაჯავშნა, თუმცა ეს მხოლოდ 3000-მა კაცმა მოახერხა.

კაფეებში სტუმრებს კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend