მთავარისაქართველორუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი გააუქმა

რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი გააუქმა

რუსთაველის თეატრი გმობს ძალადობას და აუქმებს 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს „იულიუს კეისარი.”

სპექტაკლში ერთ-ერთ როლს მსახიობი ბესო ზანგური ასრულებს, რომელიც ყოფილმა ცოლმა, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა.

ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე დაიბარეს. გამოკითხვაზეა დამოკიდებული, ოჯახში ძალადობის საქმეზე დაიწყება თუ არა გამოძიება.

ნინუცა მაყაშვილი ამბობს, რომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მისი თვითმიზანი არაა ყოფილი ქმრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend