მინეაპოლისში დაძაბულობა გრძელდება ასეულობით დემონსტრანტი პოლიციასთან დასაპირისპირებლად ქუჩაში გამოვიდა.
ზოგს პლაკატები ეჭირა წარწერით: „ფერადკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია“.
პოლიციის ოფიცერმა, კიმბერლი პოტერმა სამშაბათს თანამდებობა დატოვა, მას ბრალად ედება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. მაქსიმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოტერი ამბობს, რომ იარაღი ელექტროშოკში აერია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ელექტროშოკში იარაღის არევა ძალიან იშვიათი მოვლენაა, ასეთი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით წელიწადში ერთხელ ხდება.
გარდაცვლილი ფერადკანიანი ამერიკელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იარაღიდან გასროლას გამართლება არ აქვს და ამით ნათლად ჩანს სისტემაში არსებული პრობლემები, რომლებიც ზოგადად ფერადკანიანებს უკავშირდება.
პოლიციამ სროლის შემდეგ ღამით კომენდანტის საათი დააწესა, შეკრებები კი უკანონოდ გამოაცხადა.
რაითი ავტომობილის რეგისტრაციის ვადის ამოწურვის გამო გააჩერეს. თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ რაითი გარდაიცვალა.