მთავარიამბებირა მოქმედ რეგულაციებს უნდა დაემორჩილონ საქართველოში შემომსვლელები 

რა მოქმედ რეგულაციებს უნდა დაემორჩილონ საქართველოში შემომსვლელები 

საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლა შეუძლია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით ნებისმიერ დროს, თუმცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ის აუცილებლად უნდა დაემორჩილოს მოქმედ რეგულაციებს:

  • საქართველოს მოქალაქე საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში მას გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში] ან, თუ თვითიზოლაციაზე უარს იტყვის, მან ქვეყანაში შემოსვლიდან მე-3 დღეს სავალდებულო PCR  ტესტირება უნდა ჩაიტაროს საკუთარი ხარჯით. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი იზოლაციის ვალდებულება აღარ ექნება.
  • თუ საქართველოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში ის გადადის 8-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციაში [თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – გადაიყვანენ საკარანტინე სივრცეში].
  • ყველა ის პირი, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას 12 დღით ექვემდებარებიან საკარანტინე სივრცეში გადასვლას.

ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს კი, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. ამასთან აღნიშნული პირები გათავისუფლებული იქნებიან წინასწარი რეგისტრაციის, PCR ტესტის წარმოდგენის და კარანტინის გავლის ვალდებულებისგან.

გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც არის – ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი (მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის საქართველოდან გასვლას:

საქართველოს მოქალაქეს, თუ აქვს ტრანზიტული ბილეთი, მუშაობს ან მიფრინავს საზღვარგარეთ,  შეუძლია ქვეყნიდან გასვლა, თუმცა თან უნდა იქონიოს შესაბამისი დოკუმენტაცია და უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ რეგულაციებზე, რასაც ითხოვს ის ქვეყანა, სადაც მიემგზავრება.

საქართველოს მოქალაქეს თურქეთში შესასვლელად ჯერჯერობით კვლავ სჭირდება მოწვევა და სხვა დოკუმენტები.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend