მთავარიევროპაისლანდიაევროკავშირში არქტიკის ახალ სტრატეგიას შეიმუშავებენ

ევროკავშირში არქტიკის ახალ სტრატეგიას შეიმუშავებენ

ის, რაც არქტიკაში ხდება, არქტიკაში არ რჩება – ეს ის ფორმულაა, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე საუბრისას გამოიყენება და სწორედ ამიტომ სურს ევროკავშირს, უფრო ჩართული იყოს რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებში. ევროკავშირში შემუშავებულია არქტიკის სამპუნქტიანი პოლიტიკა, რომელიც გარემოს დაცვას, მდგრად განვითარებასა და თანამშრომლობას გულისხმობს.

თუმცა ახლა ახალი პუნქტის დამატებაა საჭირო. ეს უსაფრთხოების საკითხები იქნება, რადგან ბოლო დროს მოსკოვმა გააძლიერა თავისი სამხედრო ძალა ამ რეგიონში.

 

დევიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტარი და და კომიტეტის თავმჯდომარე საგარეო საკითხებში, აღნიშნავს, რომ ეს კიდევ ერთი საკითხია,  რომელზეც ევროკავშირსა და NATO-ს უფრო მჭიდროდ შეუძლიათ თანამშრომლობა. მისი განცხადებით, ყველამ იცის, რა დევს სასწორზე, თუმცა ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ გეოპოლოტიკური პაექრობის დროს ყველა უნდა შეეცადოს, არქტიკა დარჩეს იმ ადგილად, სადაც მსოფლიოს წამყვანი ძალები ითანამშრომლებენ ხალხისა და გარემოს სასარგებლოდ.

ნახშირწყალბადი, იშვიათი წიაღისეული და ახალი საზღვაო მარშრუტები, რომლებიც ახლა კლიმატის ცვლილების გამო გახდა ხელმისაწვდომი, უამრავ დაინტერესებულ ძალას იზიდავს. ჩინეთიც აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში და მილიონობით ევროს ინვესტიცია ჩადო. მაგალითისთვის, მას ყველაზე დიდი საელჩო აქვს ისლანდიაში. თუმცა ამ მეთოდებმა შესაძლოა ევროკავშირს პრობლემები შეუქმნას.

დანიის სამეფო უნივერსიტეტის პროფესორ ჯონ რაბეკ-კლემენსონს მიაჩნია, რომ,  თუ ევროკავშირს თავის დამკვიდრება სურს, ჩინეთის მსგავსად არ უნდა იმოქმედოს, რადგან ჩინეთს ძალიან აგრესიულ, არაარქტიკულ მოთამაშედ აღიქვამენ. მისი თქმით, ჩინეთის  აგრესიული მეთოდები ამ რეგიონში კიდევ უფრო ართულებს საკითხებს ევროკავშირისთვის.

სამშაბათს ამ თემაზე ევროპარლამენტში საჯარო განხილვა გაიმართა. არქტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში 27 წევრი ქვეყნიდან  უშუალოდ 3 ქვეყანაა ჩართული, ეს ქვეყნებია: ფინეთი, შვედეთი და დანია. თუმცა იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს გაუწიონ კონკურენცია, ევროკავშირმა უფრო ეფექტიანად უნდა იმოქმედოს.

ჯონ რაბეკ-კლემენსონის აზრით,  ევროკავშირს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არქტიკაში ისეთი ე.წ. მეორეხარისხოვანი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში, როგორებიცაა გარემოს დაცვა და ეკონომიკური განვითარება. მისი თქმით, კლიმატის ცვლილება ძალიან კარგი მაგალითია. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირს სურს, რუსეთისა და შეერთებული შტატების მსგავსი სტატუსი მოიპოვოს, ამისათვის მან უამრავი წინაღობა უნდა გადალახოს.

აქედან გამომდინარე, ევროკავშირში იწყება განხილვები არქტიკის იმ ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად, რომელმაც რეგიონის ახალ გამოწვევებს უნდა უპასუხოს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend