მთავარიევროპაესპანეთივინილის დაბრუნება

ვინილის დაბრუნება

ესპანეთში 1997 წლის შემდეგ ვინილის ფირფიტების პირველი ქარხანა გაიხსნა. იდეისკენ ქარხნის მეპატრონეებს ვინილის ფირფიტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ უბიძგა.

კომპანიის დამფუძნებელთა ერთ-ერთი პრიორიტეტი გარემოზე ზრუნვაა, ამიტომ წარმოების შედეგად დარჩენილი პლასტიკურ ნარჩენებს ქარხნის ტერიტორიაზევე გადამუშავებენ.

ვინილების ფირფიტების გაყიდვების მაჩვენებელი აშშ-ში უკვე აღემატება გაყიდული კომპაქტდისკების რაოდენობას.

ვარაუდობენ, რომ დიდი ბრიტანეთისა და ესპანეთის მოსახლეობა ამ ტენდენციას აჰყვება.

 

კომპანია ,,მედ ვინილ მიუსიქ’’-ის (Mad Vinyl Music) დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს გაეცოცხლებინათ წარსულში მივიწყებული ეს ფორმატი და დეკემბერში, პანდემიის მიმდინარეობის შუა პერიოდში ვინილის მწარმოებელი ქარხანა გახსნეს.

მანქანა დანადგარი დღეში დაახლოებით 3000 ვინილს ამზადებს. ნებისმიერ ბენდს შეუძლია  თავიანთი სიმღერების დარედაქტირება, მაგრამ მფლობელები უპირატესობას მათთვის სასურველ შემსრულებლებს ანიჭებენ.

ვინილის გაყიდვების რაოდენობის გაზრდის და მასთან დაკავშირებული რომანტიკული დამოკიდებულებების მიუხედავად, სტრიმინგი (კომპიუტერის მეშვეობით მუსიკის მოსმენა ან გადმოწერა) მუსიკალური ბაზრის ჯერ კიდევ 80%ზე მეტს იკავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend