მთავარიევროპასაბერძნეთიმესამე ტალღის მიუხედავად საბერძნეთში სკოლები გაიხსნა

მესამე ტალღის მიუხედავად საბერძნეთში სკოლები გაიხსნა

საბერძნეთში ხუთთვიანი დისტანციური სწავლების შემდეგ უფროსკლასელები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან. ამისათვის მათ კვირაში ორჯერ კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

„დისტანციურად ჩვენ ვსწავლობდით, მაგრამ იმდენს არა, რამდენსაც სკოლაში“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

 
„გაურკვეველია,რატომ გაიხსნა სკოლები მაშინ, როდესაც დღეში ხუთი ათასი შემთხვევაა, ხუთასი ახალი შემთხვევის დროს კი დაკეტილი იყო. რაც შეეხება ტესტებს, მათი გაკეთება ჩვენ თვითონ გვიწევს, რაც შეცდომის დაშვების შანსს ზრდის. ჩვენ გვინდა, რომ სკოლები გაიხსნას, თუმცა, ამავდროულად, გვსურს, რომ დაცულები ვიყოთ. საჭიროა, უსაფრთხოების შესაბიმისი ზომები იყოს მიღებული“, – ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.

გაკეთებულ ტესტებს შორის 600 დადებითი აღმოჩნდა, რაც საერთო ტესტების რაოდენობის 0.3 პროცენტია.

„ჩვენ მზად ვართ, გავხსნათ სკოლა. საკლასო ოთახებში ბევრი მოსწავლე არაა. დროა, სკოლა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“, – ამბობს სკოლის დირექტორი ლამბროს იორგასი.

ეს თვეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებენ.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, მალე მაღაზიებსა და კვების ობიექტებში მომუშავე ადამიანებს ტესტის გაკეთება თავადაც შეეძლებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend