მთავარიევროპაპოლონეთიდონბასიდან არც ისე შორს კატინის ტყეა

დონბასიდან არც ისე შორს კატინის ტყეა

დონბასის რეგიონიდან, სადაც დღეს რუსული არმიის მობილიზაცია მიმდინარეობს, არცთუ ისე შორს კატინი, ერთ შეხედვით არაფრით გამორჩეული გეოგრაფიული ერთეული, მდებარეობს.

კატინი ასოცირდება მეორე მსოფლიო ომში კომუნისტურ მანტიაში შემოსილ რუსულ სიმხეცესთან, ასევე 2010 წლის ავიაკატასტროფასთან, რა დროსაც ჩვენი სახელმწიფოს მოკავშირე, პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკური მეთაურობის დიდი ნაწილი ტრაგიკულად დაიღუპნენ.

78 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ნაცისტური გერმანიის სახელმწიფო რადიომ ოფიციალურად გამოაცხადა კატინში 3 ათასი პოლონელი ოფიცრის ნეშთის აღმოჩენის შესახებ.

ნაცისტური გერმანია შეეცადა აღმოჩენით მოკავშირეებს შორის განხეთქილება შეეტანა, მაგრამ გეოპოლიტიკური დინამიკის გათვალისწინებით კატინის ტრაგედია ნაცისტურ გერმანიას დაბრალდა.

საბჭოთა მმართველობის ბრალი მხოლოდ 1990 წელს მიხეილ გორბაჩოვმა აღიარა. რუსეთის ფედერაციის პირველმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა კი პოლონელ კოლეგას, ლეხ ვალენსას, ბერიასა და სტალინის მიერ ხელმოწერილი პოლონელი ოფიცრების დახვრეტის ბრძანებები გადასცა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია კატინის ტრაგედიას როგორც სამხედრო დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.

1970 წელს დასავლეთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ვილი ბრანდტმა ვარშავის გეტოს მემორიალთან დაიჩოქა და შენდობა ითხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების სამსახურმა კატინის ტყეში 20 ათასზე მეტი პოლონელი ოფიცერი დახვრიტა, რუსეთის ფედერაცია კი საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე სახელმწიფოა, რუსულ სახელმწიფოს ჩადენილი დანაშაულისათვის ბოდიში არასოდეს მოუხდია.

კრემლის თავზე წითელი დროშა აღარ ფრიალებს, ლენინი კვლავ მავზოლეუმშია, რუსეთის არმია კი უკრაინაში შეჭრისათვის ემზადება.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend