მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთში ფსიქოლოგები ექიმებსა და ექთნებს ეხმარებიან

უნგრეთში ფსიქოლოგები ექიმებსა და ექთნებს ეხმარებიან

ვაქცინაციის პროგრამის მიუხედავად, მძიმე მდგომარეობაა უნგრეთში, სადაც დღეში კორონავირუსისგან საშუალოდ 200 ადამიანი იღუპება. პანდემიის შედეგად მძიმე წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ ჯანდაცვის სექტორის მუშაკები. ექსპერტების თქმით, აუცილებელია, რომ ექიმებსა და ექთნებს სახელმწიფომ ფსიქოლოგიური დახმარება აღმოუჩინოს.

უნგრეთში პანდემიის წინა ხაზზე მებრძოლი ექიმებისა და ექთნების დასახმარებლად 250 ფსიქოლოგი მუშაობს. ჯანდაცვის სექტორის მუშაკები ამჟამად უმძიმესი წნეხის ქვეშ არიან. მათი სამუშაო საათები გაზრდილია.

 

„განსაკუთრებით რთულდება სიტუაცია, როდესაც ადამიანს იმ ადგილას დაბრუნება უწევს, სადაც ტრავმა გადაიტანა და ამის შესახებ ვერავისთან ლაპარაკობს. ამის შედეგად ადამიანს შეიძლება შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია განუვითარდეს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ექიმები თვითმკვლელობას მიმართავენ“, – ამბობს ფსიქოლოგი გერგელი ლაზარი.

უნგრეთში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, ექიმებს მათ პრობლემებზე გაესაუბრონ.

ექთანთან გამოსალაპარაკებლად „ევრონიუსის“ ჟურნალისტი სლოვაკეთის ქალაქ გალანტაში გაემგზავრა.

„სტრესთან გასამკლავებლად ყველას თავისი მეთოდი აქვს. მე ძალიან გამიმართლა, რადგან ძალიან კარგი ოჯახის წევრები მყავს, რომლებიც გვერდით მიდგანან“, – ამბობს ექთანი ზუზანა ობერმანოვა.

ჯანდაცვის სექტორში მომუშავე ადამიანები მენტალურად გადაღლილები მთელ მსოფლიოში არიან.

საფრანგეთში „ლე გოზის“ კლინიკაში მათ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარებიან.

„ბუნებრივია, როცა ექსტრემალურ პირობებში ადამიანებს ასეთი რეაქცია აქვთ. არაა გასაკვირი, რომ მათ კოშმარები ესიზმრებათ და შფოთვითი აშლილობა  უვითარდებათ. აუცილებელია, რომ ასეთ შემთხვევაში მათ დახმარება ეძებონ”, – ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი ევა კნაპეკი.

უნგრეთში საავადმყოფოები გადატვირთულია, თუმცა სავარაუდოდ სწრაფი ვაქცინაციის პროგრამის შედეგად მდგომარეობა შეიცვლება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend