ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი სოფელ გუმათში გაგრძელდა.
აქციის მონაწილეებმა გზა ავტომობილებით გადაკეტეს და ხეობაში შესვლასა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას მოითხოვდნენ.
ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები.
ოფიციალური განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს რიონის ხეობაში პროტესტი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს და სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე მკაცრ რეაგირებას მოახდენს.
პოლიცია მოქალქეებს მოუწოდებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილნონ პოლიციის მოთხოვნებს.
საპროტესტო აქციის დაშლას ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვიროვალობა საქართველო” გამოეხმაურა. მათი თქმით,სახელმწიფოს მიერ რიონის ხეობაში განხორციელებული ქმედებები უხეშად არღვევს იქ შეკრებილი ადამიანების, როგორც მიმოსვლის, ასევე გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუტციურ უფლებას. მათი თქმით, სახელმწიფომ ამ დრომდე არ გაატარა სათანადო პოლიტიკა და არ აწარმოა შინაარსობრივი დიალოგი მოსახლეობასთან.
დღეს, 12 აპრილს, პროტესტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს და საკუთარი აზრი სოციალურ ქსელშიც დააფიქსირეს.
“სოციალური სამართლიანობის” ცენტრმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ დაუბრუნოს საკუთარი ქმედებები კანონის ჩარჩოს და აღადგინოს გადაადგილების თავისუფლება.
აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენე და აცხადებენ, რომ დაშლის შემთხვევაშიც კი პროტესტი სხვა სივრცეში გადაინაცვლებს.
მარიამ ქუხილავა