მთავარი ევროპა გერმანია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გერმანია ევროკავშირს დატოვებს

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ – არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გერმანია ევროკავშირს დატოვებს

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის „ ალტერნატივა გერმანიისთვის“ 600 დელეგატი, პანდემიის მიუხედავად, დრეზდენში სამომავლო სამოქმედო გეგმების განსახილველად შეიკრიბა.

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, განაცხადეს და პირობა დადეს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისინი უარს იტყვიან ევროკავშირის წევრობაზე.

პარტიის ლიდერებს სურთ, რომ ბრიტანეთის მსგავსად, გერმანიამაც დატოვოს ბრიუსელიდან მართული კავშირი.

ე.წ. „დექსიტის“ აზრი და პოლიტიკა  შემუშავდა  ორდღიან კონფერენციაზე, რომლის მიზანიც  სექტემბერში დანიშნული გერმანიის არჩევნებისთვის სტრატეგიის დაგეგმვა იყო.

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 600 დელეგატი, პანდემიის მიუხედავად, დრეზდენში შეიკრიბა.


პარტიის წევრებს  გერმანიის კორონავირუსის პოლიტიკის გასაჩივრებაც სურთ.

გასულ წელს გერმანიის ქუჩებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.

პარტია ცდილობს, იყოს შეზღუდვების საწინააღმდეგო პოლიტიკის გამტარებელი, რადგან, უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, 2017 წლიდან, როდესაც  ის ოფიციალურად გახდა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, მხარდამჭერთა რაოდენობა  11%-ით შეუმცირდა.

უახლესი

სხვა ამბები

ალტერნატივა გერმანიისთვისალტერნატივა გერმანიისთვის
Send this to a friend