მთავარისაქართველო4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად ცხადდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისამდე პერიოდი კი საქართველოში უქმე დღეებად ცხადდება.

საბჭოს სხდომაზე 9 აპრილს აღინიშნა, რომ დაინფიცირების მაჩვენებლის მატება საყურადღებოა და მოითხოვს საპასუხიმგებლო მიდგომას როგორც ხელისუფლების, ასევე მოქალაქეთა მხრიდანაც.

საბჭოს წევრების თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელო, თუმცა სრულად მართვადია. კვლავ ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა საღამოს ცხრა საათიდან დილის ხუთ საათამდე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend