დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შემთხვევათა 50-60%-ში ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს.
„მთლიანად ევროპაში დღეს, დაახლოებით, 90% ცირკულირებს „ბრიტანული შტამი“ და მათ შორის, საქართველოს პროგნოზირება რომ კეთდება, უკვე 50-60%-ს ზემოთ ჩვენთან ცირკულირებს ე.წ. ბრიტანული შტამი“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთანავე, პაატა იმნაძის ინფორმაციით, „ბრიტანული შტამი“ აქამდე ცირკულირებადი შტამებისგან იმით განსხვავდება, რომ ის ადამიანიდან ადამიანს უფრო ადვილად გადაეცემა, რითიც აიხსნება ვირუსის სწრაფი გავრცელება.
„პრაქტიკულად, „ბრიტანულ შტამზე“ ზედამხედველობას აზრი აქვს ხოლმე დასაწყის პერიოდში, როდესაც იწყება მისი ცირკულაცია, როდესაც უნდა გავარჩიოთ ეს არის ბრიტანული თუ ჩვეულებრივი შტამი. ძალიან კარგად ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება და მისი განსხვავება სწორედ ის არის, რომ ის ძალიან სწრაფად და უფრო ადვილად გადადის, გადამდებლობა უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ, მანამდე ცირკულირებად შტამებს ჰქონდათ. ახლაც ლუგარის ცენტრში მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ განსხვავებები დავიჭიროთ”,- განაცხადა პაატა იმნაძე.