მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობუკინგემის სასახლეზე გაერთიანებული სამეფოს ნახევრად დაშვებული დროშა ფრიალებს

ბუკინგემის სასახლეზე გაერთიანებული სამეფოს ნახევრად დაშვებული დროშა ფრიალებს

9 აპრილს დილით ედინბურგის ჰერცოგი და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპე 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პრინცი ფილიპე საბერძნეთში, სამეფო ოჯახში, დაიბადა. პრინცის დაბადებიდან მალევე მისი ოჯახი საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში გადავიდა.


ფილიპე მეორე მსოფლიო ომში ბრიტანულ არმიაში მსახურობდა. ელიზაბეტ მეორეზე იგი 1947 წელს დაქორწინდა. ქორწინებიდან რამდენიმე წელიწადში ელიზაბეტ მეორე დედოფალი გახდა, რის შემდეგაც ფილიპემ პრინცის წოდება მიიღო.

მაღალი ტიტულის მიუხედავად, კონსტიტუციის თანახმად, მას არანაირი პოლიტიკური უფლებები არ ჰქონდა. პრინცად ყოფნის პერიოდში იგი უმეტესად საქველმოქმედო საქმიანობითა და შვილების აღზრდით იყო დაკავებული.

პრინცი ფილიპე ცოტა ხნის წინ საავადმყოფოდან გამოწერეს. ცხოვრების ბოლო წუთები მან უინძორის სასახლეში გაატარა. მის გარდაცვალებას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა.

„პრინცი ფილიპე იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში სიცილიაში, სადაც ცნობების მიხედვით, მან გემი ჩაძირვისგან გადაარჩინა. მას დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ სამეფო ოჯახს ასეთი ღირსეული ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. იგი 70 წლის განმავლობაში გვერდით ედგა მის უდიდებულესობას დედოფალ ელიზაბეტ მეორეს. პრინცი ფილიპე იყო ერთგული მეუღლე და მოსიყვარულე მამა და ბაბუა“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

გარდაცვლილ პრინც ფილიპეს პატივი ავსტრალიის, კანადისა და ინდოეთის ლიდერებმაც მიაგეს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend