მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოBAFTA-ს დაჯილდოების ცერემონია ახლოვდება

BAFTA-ს დაჯილდოების ცერემონია ახლოვდება

წელს ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია გამორჩეული იქნება.

2021 წელს საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე 4 ქალია წარდგენილი.

ხოლო ქლოი ზაოს ფილმი ნომედლენდის 7 კატეგორიაში იყო ნომინირებული.

ამასთანავე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ნომინირებულებს შორის ეთნიკური და რასობრივი მრავალფეროვნებაა.

სარა გრეივონის ფილმი, რომელიც ლონდონის გარეუბანში მცხოვრებ მოზარდზეა, ასევე 7 სხვადასხვა კატეგორიაშია ნომინირებული.

2020 წელს სოციალურ ქსელში გავრცელა კამპანია #ბაფტაასეთითეთრია. ცერემონიის ორგანიზატორებს ადანაშაულებდნენ, რომ ნომინაციებში მხოლოდ თეთრკანიანი ხალხი იყო წარდგენილი.

 

ამჯერად წელს ეს შემთხვევა არ განმეორდება. 6 ნომინირებული მსახიობიდან მხოლოდ ორია თეთრკანიანი.

ბრიტანელი მსახიობი და რეპერი რიზ აჰმედი, რომელიც წარმოშობით პაკისტანიდანაა, წლევანდელი ცვლილებების კიდევ ერთი მაგალითია.

4 კატეგორიაში ნომინირებული ფილმ „მეტალის“ ვარსკვლავი მუსიკოსის როლს თამაშობს, რომელიც სმენას კარგავს.

„როცა დრამზე კამერის წინ უკრავ, ამას ვერ ითამაშებ, ნამდვილად უნდა დაუკრა. ამისათვის კი ბევრი უნდა იმუშავო და მოემზადო. ფილმის ყველა პერსონაჟი სმენადაქვეითებულთა სამყაროდანაა. ვფიქრობ, რომ ეს ნამუშევარი რეალობას ასახავს. ჩვენ კი მოგვეცა საშუალება, რომ ამ სამყაროში ცოტა ხნით მაინც გვეცხოვრა.“ – ამბობს რიზ აჰმედი.

და ბოლოს, ორჯერ ნომინირებული არაინგლისურენოვანი ფილმი, რომლის რეჟისორიც ისმაილა ზბანიჩია,  წლევანდელი ცერემონიის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია. ფილმი ევროპის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ამბავს – სრებრენიცის გენოციდს ეხება.

ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება – შაბათსა და კვირას. იგი სრულად ონალაინ ფორმატში ჩატარდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend