პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 9 აპრილს, 12:00 საათზე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.
პრეზიდენტი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების ანგარიშს მესამედ წარადგენს, ამჯერად მისი მოხსენების შემდეგ პარლამენტში საპასუხო გამოსვლები არ იქნება, ჩვეულებრივ, პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, საპასუხო განცხადებებით ფრაქციების თავმჯდომარეები გამოდიან.
თუმცა საქართველოს პარლამენტში მხოლოდ ერთი ფრაქცია “ქართული ოცნებაა,” რომლის თავმჯდომარესაც კორონავირუსი დაუდასტურდა.