მთავარისაქართველოთეა წულუკიანი - მადლობას ვეუბნებით საქართველოს შვილებს, ვინც თავისუფლება გვაჩუქა

თეა წულუკიანი – მადლობას ვეუბნებით საქართველოს შვილებს, ვინც თავისუფლება გვაჩუქა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს მადლობას ვეუბნებით იმ გოგოებს, ქალებს, კაცებს, საქართველოს შვილებს, ვინც ჩვენ თავისუფლება გვაჩუქა. 9 აპრილს სისხლიან ღამეს, როდესაც რუსის ჯარმა, რომელიც დღესაც ისევ ჩვენს ტერიტორიაზეა და ოკუპაციას ახორციელებს, დახოცა თავისუფლებისთვის მებრძოლი ჩვენი ქვეყნის შვილები. მადლობას ვუხდით სიმბოლურად ჩვენი დიდი სისტემიდან. სპორტის, კულტურის, ახალგაზრდობის სამინისტროდან დღეს მადლობას ვუცხადებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ქალებსა და კაცებს, ქალი სპორტსმენები, წარმატებული ქალები, ვინც დამოუკიდებელი საქართველოს სახელისთვის იბრძვის საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე, მადლობას ვეუბნებით ბავშვებს და ჩვენი ფოლკლორის წარმომადგენლებს, რომლებმაც დღემდე მოიტანეს ჩვენი კულტურული იდენტობა, სხვადახვა ასაკისა და სხვადახვა თაობის წარმომადგენლებს, ვინც ქართული სიმღერა შეინარჩუნეს, ქართული ცეკვადა სულ ახლახან ღირსეულად დაემშვიდობნენ ანზორ ერქომაიშვილს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend