ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრას მხოლოდ 55 წელს გადაცილებული ადამიანები შეძლებენ.
ეს ცვლილება ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებას მოჰყვა, რის მიხედვითაც “ასტრაზენეკას” ვაქცინა შესაძლოა კავშირში იყოს თრომბოზულ გართულებებების გარკვეულ შემთხვევებთან.
სამინისტროში ასევე განმარტავენ, რომ ისინი ვინც “ასტრაზენეკას” ვაქცინით უკვე აიცრნენ, მეორე დოზის გაკეთებას 15 მაისის შემდეგ შეძლებენ.