მთავარიCOVID-19სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიურმა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ოთხშაბათს ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 საათში კორონავირუსით 4 000 ადამიანი გარდაიცვალა. რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სულ კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა ბრაზილიაში დაახლოებით 341 ათასია.

გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის გამო სან პაულოში ვერტიკალური სასაფლაოების გათხრა იგეგმება.

მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ შეზღუდვების გამკაცრებას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ ჩაკეტილობა დეპრესიასა და უმუშევრობას იწვევს.

ხალხი კი მას გენოციდში სდებს ბრალს.

„ისინი აქამდე მეძახდნენ ჰომოფობს, რასისტს, ფაშისტს, ხალხის მწამებელს. ახლა რას მიწოდებენ? მე გენოციდში მდებენ ბრალს.“

„ამ პრობლემის მოგვარება რამდენიმე წუთში შემიძლია. იმ შემთხვევაში თუ მე მედიას გადავუხდი ფულს, ბრაზილიაში ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა მე ამას არ გავაკეთებ.“ – განაცხადა ჟაირ ბოლსონარუმ.

ბრაზილიაში საავადმყოფოები გადატვირთულია, მკურნალობის რიგში მდგარი ადამიანები იღუპებიან და ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა.

 

ამასობაში, ბრაზილიაში ვირუსის სამხრეთი აფრიკული ვარიანტიც გამოჩნდა.

ამ დრომდე ქვეყანაში ვაქცინაცია ასტრაზენეკითა და სინოვაკით მიმდინარეობს.

„ჩვენს რეგიონში ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების მილიონ სამასი ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ფაქტობრივად, მსოფლიოში გარდაცვალების მაჩვენებლის ნახევარი ჩვენს რეგიონზე მოდის “, – განაცხადა ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა კარისა ეტიენმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე.

ცოტა ხნის წინ არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდეზმა შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. ოთხშაბათს არგენტინაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა, მოსახლეობა მეორე ტალღას ებრძვის.

ღამის 12-დან დილის 6 საათამდე არგენტინაში კომენდანტის საათი ამოქმედდა. ბარები და რესტორნები 11 საათზე იმუშავებს. ხოლო კაზინოები და ღამის კლუბები კი სრულად დაიკეტება.

“მივმართავ მოქალაქეებსა და ქვეყნის ინსტიტუტებს. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ზომების გამკაცრება. ამავდროულად ვცდილობთ, რომ შეზღუდვებმა ვაჭრობაზე, წარმოებასა და განათლებაზე ნაკლები გავლენა იქონიოს“, – ამბობს არგენტინის ჯანდაცვის მინისტრი კარლა ვიზოტი.

62 წლის არგენტინის პრეზიდენტს წინა კვირას კორონავირუსი დაუდგინდა. მან ცოტა ხნის რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ გაიკეთა.

ფერნანდეზმა კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა, რაც, მისი თქმით, ვაქცინის დამსახურებაა.

არგენტინაში 4.5 მილიონამ ადამიანმა უკვე გაიკეთა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა. საიდანაც 700 000-მა ადამიანმა ორივე დოზაა მიიღო.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend