მთავარი საქართველო ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო

ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პირველი არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში  11:30-ზე დაიწყო და მალევე დასრულდა, პროცესი გადაიდო და 13 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.

პროცესზე ადვოკატებმა სხდომის პირდაპირი ეთერით ტრანსლირების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს გადაღებას და შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელება არ იზღუდება.

17 აპრილს 2 თვე შესრულდება, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, ეს კი სასამართლოს კანონით ავალდებულებს გადახედოს წინა გადაწყვეტილებას. ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.



 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend