მთავარიევროპაიტალიავაქცინაცია ხელოვნებითა და ბუნებით გარშემორტყმულ გარემოში 

ვაქცინაცია ხელოვნებითა და ბუნებით გარშემორტყმულ გარემოში 

პანდემიის გამო იტალიაში მუზეუმები და პარკები დახურულია. თუმცა კაპოდიმონტეს მუზეუმის მესვეურებმა ვაქცინაციისთვის კარი სულ ცოტა ხნის წინ გააღეს.  

ხელოვნებისა და სამედიცინო სფეროს უჩვეულო, მაგრამ ნაყოფიერი თანამშრომლობა, მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ვაქცინის მიღების შემდგე რამდენიმე წუთი ნახატებით სავსე სასიამოვნო გარემოში გაატარონ. 

„სამუზეუმო კოლექციიდან რამდენიმე ნამუშევარი შევარჩიეთ, ასევე მნიშვნელოვანია რომ ეს ისტორიული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ურბანული პარკია იტალიაში, რომელიც ამავდროულად ბოტანიკურ მუზეუმს წარმოადგენსსადაც ხელოვნება და ბუნება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის”, – ამბობს კაპოდიმონტეს მუზეუმის დირექტორი სილვეინ ბელენჯერი.

ვაქცინაციის ცენტრი კაპოდიმონტეს პარკში მდებარე 17-დან ერთ-ერთ ნაგებობაშია განთავსებული. შვიდ სხვადასხვა ოთახში დღეში კორონავირუსის 1200 დოზა ვაქცინას გასცემენ. 

 

„ვაქცინაციის ცენტრის შექმნა კაპოდიმონტეს პარკში განსაკუთრებული სილამაზის გამო გადავწყვიტეთ. ამ სიმწვანეში სეირნობისას თავისუფლების შეგრძნება გეუფლება და თუ გინდა რომ კიდევ უფრო თავისუფლად იგრძნო თავი უნდა აიცრა”, -ამბობს ნეიაპოლის ჯანდაცვის სააგენტოს მარია კორვინო.

ვაქცინაციის კამპანია იტალიაში 2020 წლის დეკემბერში დაიწყო და დღემდე გრძელდებაამასობაში, ხელოვნებისა და ბუნების მთლიანობა შესაძლოა უკეთესი მომავლის იმედად იქცეს. 

„შესანიშნავია, ვაქცინაციის ოთახიდან ძლიერი შთაბეჭდილებით გამოვედი. ეს გარემო ერთდროულად გიპყრობს და მომავლის უპირობო  იმედს გაძლევს”, -ამბობს ერთ-ერთი აცრილი პაციენტი. 

აქ მხოლოდ სილამაზე თუ შეიძლება გადაგედოს:  ხელოვნებითა და ბუნებით გარშემორტყმულ გარემოში  ვაქცინაცია, ერთ–ერთი ყველაზე სასიამოვნო გზაა, რომელიც ჩვეულ ცხოვრებასთან დაგვაბრუნებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend