მთავარისაქართველოცვლის თუ არა ინტერნეტფილტრები სილამაზეზე წარმოდგენას

ცვლის თუ არა ინტერნეტფილტრები სილამაზეზე წარმოდგენას

ხდება ხოლმე, რომ სარკეში საკუთარი ანარეკლი არ გვხიბლავს, ამისთვის დღევანდელ ცხოვრებაში ტექნოლოგიური გადაწყვეტა არსებობს- ეგრეთწოდებული სილამაზის ფილტრები.

ქეთი 23 წლისაა, ფილტრებით ხშირად არ სარგებლობს, თუმცა ამბობს, რომ როცა ფოტოებს ამ ფილტრებით იღებს, უფრო თავდაჯერებულად გრძნობს თავს.

მისი თქმით, ასეთი ფილტრები ძალიან პოპულარულია, რაც იმის ნიშანია,  რომ მსგავს ტექნოლოგიურ ხრიკებს მის გარდა ბევრი იყენებს.

“ძირითადად Beauty ფილტრებს მაშინ ვიყენებ, როცა მგონია, რომ კარგად არ გამოვიყურები, ან სახე არ მაქვს გაწმენდილი ან თმა არ მაქვს წესრიგში და ასე შემდეგ. ვერ ვიტყოდი, რომ ფილტრებს ყოვედღე ვიყენებ, თუმცა მგონია რომ საკმაოდ კომფორტულია, რადგან ხშირად არ შეგვიძლია მაკიაჟის დღეში ხუთჯერ გაკეთება და ეს მარტივი გადაწყვეტაა”, –  ამბობს ქეთი

შესაძლოა საზოგადოების ნაწილისთვის, სილამაზის ფილტრები ქალის გარეგნობის გარკვეულ სტანდარტებში მოქცევას ნიშნავს, თუმცა  სოციალური მეცნიერებების მაგისტრი თეონა ბაღდავაძე ამბობს, რომ ხშირად საკუთარი თავის შეცვლილი ვერსიის ნახვა ერთგვარი გამოწვევაცაა.

„ ფილტრებზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება და იმის თქმა, რომ ამან ის მოიტანა, რომ ადამიანებს საკუთარი თავი აღარ მოსწონთ, ნიშნავს იმას, რომ ისტორიულ კონტექსტს ვერ ვიაზრებთ. რადგან ადამიანთან ერთად ყოველთვის არსებობს უკმაყოფილების შეგრძნება საკუთარი თავით, ეს კი პროგრესის პირველი ეტაპია, თუკი ჩვენ მუდმივად კმაყოფილები ვიქნებით განვითარებაც ვერ დაიწყება“, – ამბობს სოციალური მეცნიერებების მაგისტრი თეონა ბაღდავაძე.

ფემინისტური მედია პლატფორმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „გერლზ ვეივი“ (გოგოების ტალღა) რამდენიმე წელია გენდერულ სტერეოტიპებს ებრძვის. ორგანიზაციის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი სოფო ბუაძე ამბობს, რომ ეგრეთწოდებული სილამაზის ფილტრები ხშირად სწორედ მოზარდებს აზარალებს.

“ფილტრები, რომლებიც ჩვენი სახის ალტერნატიული ვერსიებს გვიჩვენებს. პირველივე ჯერზე არ გვიჩენს სურვილს რომ შევიცვალოთ, არ გვინდა რომ უფრო წვეტიან ცხვირი გვქონდეს ან უფრო დიდი ტუჩები, თუმცა თანდათან ეს ჩვენს გონებაში ილექება და ვფიქრობთ, ხომ არ გაგვეკეთებინა ყველაფერი ისე როგორც ამ ფილტრშია. ეს დიდი პრობლემაა განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებსაც საკუთარ სხეულზე არასწორი წარმოდგენა ექმნებათ და ამის გამო თავს ცუდად გრძნობენ და დაბალი თვითშეფასება უყალიბდებათ“, – ამბობს “გერლზ ვეივის“ თანადამფუძნებელი სოფო ბუაძე.

 

სილამაზის ფილტრი ზოგისთვის მარტივი გზაა სოციალურ ქსელში საკუთარი თავი განსხვავებულად წარმოაჩინოს.

ზოგისთვის ეს სილამაზის მიღებულ ჩარჩოებთან მორგებაა. ზოგი საერთოდ არ დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ იყენებს ამგვარ ფილტრებს. მაგრამ ფილტრები არსებობს და მათ საკმაოდ ხშირად იყენებენ. ზუსტად ისევე, როგორც არსებობს განსხვავებული აზრი, და მთავარია რომ ეს აზრები ხმამაღლა გამოითქმება.

ნინი ჯალაბაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend