მთავარი ევროპა საფრანგეთი საფრანგეთში გაზაფხულის ყინვამ შესაძლოა ვენახები და მოსავალი გააფუჭოს

საფრანგეთში გაზაფხულის ყინვამ შესაძლოა ვენახები და მოსავალი გააფუჭოს

საფრანგეთში გაზაფხულზე მოულოდნელმა ყინვამ საფრთხე შეუქმნა ვენახებს შამპანში, ბურგუნდიასა და სხვა რეგიონებში.

ჟან დე სენ-ვენანი ადგილობრივი მევენახეა. იგი თივას ცეცხლს უკიდებს, რომ თავიდან აიცილოს შესაძლო კატასტროფული შედეგები, რომლებიც ტემპერატურის უეცარ ვარდნას უკავშირდება.  იგი აღნიშნავს, რომ გასულ კვირას ზაფხულის სითბო იყო, ახლა კი ტემპერატურა -3, -5 გრადუსამდე დაეცა.

ცეცხლის დანთებით კვამლი დამცავი ფარივით გადაეფარება კვირტებს, რათა მზის ამოსვლის დროს გალღვობის პროცესი ნელა განვითარდეს და მოსავალი არ დაზიანდეს.

სტრასბურგის მახლობლად, ვესტოფენში, ხილის ფერმერები დანიელი და ნატალი დეტლინგები ცივ ამინდთან გასამკლავებლად სანთლებსა და გამათბობლებს იყენებენ.

 

დანიელი ამბობს, რომ ყველაფერს ვერ გადააარჩენენ, რადგან ხილის ზოგი სახეობა სხვებზე უფრო მგრძნობიარეა. იგი აღნიშნავს, რომ ყინვისთვის სათანადოდ მომზადებულიც არ იყო.

საზოგადოებას შეეშინდა, არ განმეორებულიყო 2017 წლის მოვლენები, როდესაც აპრილის ყინვის შედეგად საფრანგეთში 16%-თ შემცირდა ყურძნის მოსავალი, ბევრი ვენახი კი მთლიანად განადგურრდა.

უახლესი

სხვა ამბები