მთავარი აზია ირანი "კონსტრუქციული შეხვედრა" - ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეხვედრის შეფასება

“კონსტრუქციული შეხვედრა” – ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული შეხვედრის შეფასება

შეხვედრა ავსტრიის დედაქალაქში, ერთ-ერთ სასტუმროში, გაიმართა, რომელზეც  ირანის 2015 წლის ბირთვული პროგრამის შეთანხმება განიხილეს. 2018 წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატები გამოეთიშა შეთანხმებას, ახლა კი ქვეყნის ხელისუფლების მიზანია, რომ კვლავ აღადგინოს მოლაპარაკეკები.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატებისა და ირანის წარმომადგენლები პირისპირ არ ხვდებიან ერთმანეთს,  რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა მოქმედების გეგმის პირველი მონახაზი წარადგინეს.

შეიქმნება 2 სამუშაო ჯგუფი – პირველი ჯგუფის მიზანია, რომ ირანს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნას, ხოლო მეორე დააკვირდება ბირთვული შეთანხმების შესრულებას, როგორიცაა ურანის გამდიდრების საკითხი.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ამ ნაბიჯს და შეხვედრა შეაფასა, როგორც კონსტრუქციული. მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ მათ გუნდს უკეთესი წარმოდგენა ექნება, თუ როგორ უნდა მივიდნენ საბოლოო მიზნამდე.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაგაჩი აცხადებს, რომ ირანი მხოლოდ მას შემდეგ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს, როდესაც ირანს სრულად მოეხსნება მასზე დაწესებული სანქციები.

შეთანხმების საბოლოო მიზანია, რომ ირანმა არ შექმნას ბირთვული იარაღი. ირანში აცხადებენ, რომ ეს არც არის მათი მიზანი.

ამ დროისთვის ირანს საკმარისად აქვს გამდიდრებული ურანი ბომბის შესაქმნელად, თუმცა ეს იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბირთვულ შეთანხმებამდე იყო გათვალისწინებული.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend