მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთში მცენარეებზე მოთხოვნა გაიზარდა, მიწოდება კი შემცირდა

ბრიტანეთში მცენარეებზე მოთხოვნა გაიზარდა, მიწოდება კი შემცირდა

ევროპაში დიდი მასშტაბის ბაღებია გაშენებული. ასეთი ჯიშების უმრავლესობა თბილ კლიმატურ პირობებში უფრო კარგად იზრდება.

შედარებით ცივ ბრიტანეთში კი მებაღეები პრობლემის წინაშე დგანან, ამ პრობლემას ინდუსტრიის წამყვანი მწარმოებლები ბრექსიტისა და პანდემიის „ქარიშხლს“ უწოდებენ.

ბრიტანული მებაღეობის ცენტრის დირექტორის ბოიდ დუგლას-დეივისის თქმით მცენარეთა უმრავლესობას ევროპაში ყიდულობენ- ნიდერლანდებში, ბელგიაში, ასევე იტალიასა და გერმანიაში.

„როგორც ბრექსიტმა, ისე პანდემიამ დიდი გავლენა მცენარეების იმპორტზეც იქონია. იანვირიდან მოყოლებული შემოტანის პროცესში ადმინისტრაცია ორმაგად არის ჩართული, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს და იმპორტიც ფერხდება“, –  ამბობს დუგლას-დეივისი ევრონიუსთან საუბარში.

მცენარეებზე მოთხოვნა სამჯერ მას შემდეგ გაიზარდა, რაც დიდ ბრიტანეთში დამატებით სამმა მილიონმა ადამიანმა კარანტინისას მებაღეობას მიჰყო ხელი. ამასობაში, გასული წლის განმავლობაში მოწოდება ბრექსიტის გამო 50 პროცენტით შემცირდა.



მაგალითისთვის მიხაკი ევროპაშია გაზრდილი, რადგან დიდ ბრიტანეთში შესაბამისი ამინდი არ არის. ის ბრიტანეთში ნიდერლანდებიდანაა შემოსული და ახლა მისი შემოტანა 20 პროცენტით მეტი ჯდება, რაც მებაღეებს ძალიან აზარალებს.

ეს იმიტომ ხდება, რომ თითოეულ ბალახს, ყვავილს, ხესა თუ ბუჩქს თავისი ევროპული პასპორტი აქვს. ეს პასპორტი კი დიდ ბრიტანეთში აღარ მოქმედებს.

ბოიდ დუგლას-დეივისი ამობობს, რომ ბრიტანეთში შესვლამდე ყველა მცენარეს ფიტოსანიტარული სერტიფიკატი უნდა მიენიჭოს.

„ამას ემატება მცენარის რეგისტრაციის პროცესი. თითოეული მცენარის შესახებ, რომლის შემოტანასაც ვაპირებთ, ხელისუფლებას უნდა შევატყობინოთ“, –  თქვა მან.

სანამ მცენარეების საზღვარზე გადატანის პროცესი დაიხვეწება,
მომხმარებელს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend