მთავარიევროპაგერმანია„უფრო სრაწაფად და უფრო მეტი ვაქცინაცია“ - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი

„უფრო სრაწაფად და უფრო მეტი ვაქცინაცია“ – გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი

გერმანიის მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან შეზღუდვები კვლავ ძალაშია. აქედან გამომდინარე, მათ არც თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ. „უფრო სრაწაფად და უფრო მეტი ვაქცინაცია“ – ეს  გერმანიის ჯანდაცვის მინისტრ იენს სპანის დევიზია.

მისი განცხადებით, მაისის დასაწყისში გერმანელების 20%-ს უკვე შეეძლება, ვაქცინა მიიღოს. ეს კი  ამ წლის მეორე მეოთხედში მთავრობას ვაქცინაციის ტემპის გაზრდის საშუალებას მისცემს.

ამისათვის კი საჭიროა დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები და კვალიფიცირებული ექიმები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან პროცესში.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიის პრეზიდენტი არმინ ლაშეტი აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების მიზნით ტესტირება და კონტაქტების მოძიება მხოლოდ მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც შემთხვევების მაჩვენებელი დაბალია.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, რომ თავიდან აიცილონ შემზღუდველი და საკარანტინო ღონისძიებები.

 

არმინ ლაშეტის თქმით, ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით უფრო სწრაფი და მკაფიო გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, ხოლო მინისტრებისა და პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც 12 აპრილს უნდა გამართულიყო, ამ კვირაში უნდა გადმოიწიოს, რათა მმართველმა პირებმა პირისპირ  განიხილონ ეს საკითხები.

ლაშეტის განცხადებით ამ შემთხვევაში სისწრაფე ყველაზე მნიშვნელოვანია.

პანდემიასთან საბრძოლველად გადაწყვეტილებების მიღებას მთავრობის დონეზე იმაზე ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ფედერალური კანონის მიღებას.

სწორედ ამიტომ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზიჰოფერი გამოდის  ინიციატივით, რომ ფედერალური კანონის საშუალებით მთელი გერმანიის მასშტაბით შეიქმნას საერთო წესები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend