საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება და თუ კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების ასეთი მატება გაგრძელდა, ქვეყანაში კვლავ შეზღუდვები დაწესდება.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგის დროს თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ბაღები და სკოლები, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაიხურება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ღამით გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, ყველაზე ეფექტური საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული მოდიფიცირება და მგზავრთა ნაკადის კონტროლია.