მთავარიdraft geoAstraZeneca-ს ვაქცინასა და სისხლის შედედების შესაძლო კავშირზე ევროპის წამლის სააგენტო დასკვნას 7...

AstraZeneca-ს ვაქცინასა და სისხლის შედედების შესაძლო კავშირზე ევროპის წამლის სააგენტო დასკვნას 7 აპრილს გამოაქვეყნებს

ევროპის წამლის სააგენტოს ვაქცინაციის სტრატეგიის ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ მისი აზრით, არსებობს „მკაფიო“ კავშირი AstraZeneca-ს ვაქცინასა და სისხლის შედედების პრობლემებს შორის. მისივე თქმით, ზუსტად რა იწვევს ასეთ შეთხვევებს – უცნობია, თუმცა ამბობს, რომ ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს კვლავ აჭარბებს.

 
ევროპის წამლის სააგენტომ ევრონიუსთან განაცხადა, რომ განხილვა კვლავ მიმდინარეობს და სააგენტოს ამ საკითხზე დასკვნა ჯერჯერობით არ გამოუტანია.

ევროკომისარი ჯანდაცვისა და საკვების უსაფრთხოების საკითხებში სტელა კირიაკიდე ტვიტერზე წერს, რომ ის ევროპის წამლის სააგენტოსთან მჭიდრო კომუნიკაციაშია – მიმდინარე განხილვის შედეგები კი ოთხშაბათს, 7 აპრილს გახდება ცნობილი.

AstraZeneca-ს შესახებ ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა რეგულაციისა და პრეკვალიფიკაციის საკითხებში. ის ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროპის წამლის სააგენტოსა და გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანოს ექსპერტები განიხილავენ არსებულ მონაცემებს, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა კავშირი თრომბის შემთხვევებსა და AstraZeneca-ს ვაქცინას შორის. მისი თქმით, განახლებული შეფასებები „მომდევნო საათებსა და დღეებში“ გახდება ცნობილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend