მთავარი ევროპა რუსეთი რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსკოვში მოსამართლემ სასამართლოდან რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გუნდის წევრი ლიუბოვ სობოლი გააძევა. სასამართლო პროცესზე სობოლს რუსეთის აგენტის სახლში უკანონოდ შეჭრისათვის ბრალი წაუყენეს.

ლიუბოვ სობოლი ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის იურისტი და მისი გუნდის წევრია.

მოსმენის დროს მაგისტრატმა მოსამართლემ ოპოზიციონერს არაერთხელ მისცა შენიშვნა, რომ პროცესის გადაღება შეეწყვიტა, თუმცა მან კამერის გამორთვაზე უარი თქვა.

სობოლს სასამართლო ოთახში დაბრუნების უფლება საბოლოო გადაწყვეტილების მოსასმენად ექნება.

პროცესის დატოვებისას სობოლმა განაცხადა, რომ მას აღარ სურს, ადვოკატთან თანამშრომლობა.

„ მას აღარ სურს, ამ ცირკში მონაწილეობა. თუნდაც მისი წარმომადგენლის მეშვეობით“, – განაცხადა ადვოკატმა ვლადიმერ ვორონინმა.

დეკემბერში ლიუბოვ სობოლი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის აგენტ კონსტანტინე კუდრავცევის სახლთან მივიდა და ზარი დარეკა. აგენტს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამვლაში ადანაშაულებს.

 

დეკემბერში ნავალნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ აგენტი კუდრავცევი ოპოზიციონერის მოწამვლას აღიარებს.

ამჟამად ალექსეი ნავალნი რუსეთის ერთ-ერთ  კოლონიაში ყველაზე მკაცრ პირობებში იხდის სასჯელს. ოპოზიციონერის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და, სავარაუდოდ, ტუბერკულოზი აქვს.

ლიუბოვ სობოლი კი ამ დრომდე შინაპატიმრობაში იმყოფება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend