მთავარი ამერიკა აშშ მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა დერეკ შოვინის წინააღდეგ ჩვენება მისცა

მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა დერეკ შოვინის წინააღდეგ ჩვენება მისცა

მინეაპოლისის პოლიციის უფროსის ჩვენების მიხედვით, პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა დერეკ შოვინმა ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას გადააჭარბა პოლიციელისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მედარია არადონდომ დერეკ შოვინის პროცესის მეექვსე დღეს სასამართლოს განუცხადა, რომ 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას მას არასათანადოდ მოეპყრნენ. ზოგადად უჩვეულოა, როდესაც პოლიციის უფროსი თავისიანის წინააღმდეგ აძლევს მამხილებელ ჩვენებას.

მინეაპოლისის პოლიციის უფროსის მედარია არადონდოს განცხადებით, როდესაც ადამიანი მიწაზე წევს, ბორკილები ადევს და მასზე მაინც ძალას იყენებენ, ყოვლად მიუღებელია და ეწინააღმდეგება ეთიკურ და ზნეობრივ ღირებულებებს.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ჯორჯ ფლოიდი ნარკოტიკების მოხმარებისა და ჯანმრთელობის პრობლებების გამო გარდაიცვალა და არა იმის გამო, რომ შოვინს 9 წუთის განმავლობაში მუხლი მის კისერზე ჰქონდა დაჭერილი.

 

საპასუხოდ კი ბრალდების მხარემ სასწრაფოს ექიმი გამოიძახა, რომელმაც  დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა.

შოვინი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებებს. გასამართლების შემთხვევაში კი მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მასთან ერთად ბრალი წაუყენეს 3 პოლიციელსაც, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ.

უახლესი

სხვა ამბები