მთავარიევროპაიტალიაიტალიელმა რეჟისორმა „საიდუმლო სერობა“ გააცოცხლა

იტალიელმა რეჟისორმა „საიდუმლო სერობა“ გააცოცხლა

შეუძლებელია იესო ქრისტეს “საიდუმლო სერობაზე” რენესანსის ეპოქის მხატვრის ლეონარდო და ვინჩის შედევრი არ გაგახსენდეს. ცნობილი ნახატი მილიონობით ადამიანის მეხსიერებაში არის ჩაბეჭდილი.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ნამუშევრის გაცოცხლება იტალიელმა რეჟისორმა არმონდო ლინუს აკოსტამ გადაწყვიტა.

 
„მნიშვნელოვანი იყო, რომ ქსოვილის ყველა დეტალი ზუსტად გაგვეკეთებინა.

ყველა ნაკეცი იდეალურად უნდა ყოფილიყო. ყველაზე დიდი გამოწვევა მათი ადგილების ზუსტი განსაზღვრა იყო.

ყველაფერი – იდაყვი, ცერა თითი, გამოხედვა, პროფილი უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც ნახატზეა“, – ყვება რეჟისორი არმონდო ლინუს აკოსტა.

ოთახში, სადაც „საიდუმლო სერობა“ იმართება იტალიელი კომპოზიტორის როსინის ნაწარმოებსიც ისმის.

ოსტატურად მოწყობილი მიზანსცენა მაყურებელზე შთაბეჭდილებას ახდენს.

მაგიდასთან მსხდომ მოციქულებს იესო ქრისტე უერთდება და მათ პურსა და ღვინოს უნაწილებს.

შემდეგ იგი აფრთხილებს მათ, რომ ერთ-ერთი მათგანი უღალატებს.

გაცოცხლებული „საიდუმლო სერობის“ ნახვა იერუსალიმში, მილანსა და რომში იქნება შესაძლებელი. რეჟისორს იმედი აქვს, რომ, პანდემიის მიუხედავად, ადამიანები აღდგომას სიხარულით შეხვდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend