მთავარიგადაცემებიSmart Regionsბილბაოს მანჰეტენი

ბილბაოს მანჰეტენი

გასული საუკუნის 90-იან წლებში ბილბაომ გარდაქმნის ერთი საფეხური უკვე გაიარა. ახლა ესპანეთის ბასკეთის დედაქალაქი განახლების შემდეგ საფეხურზე გადავიდა და საწარმოებს ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლაში უწყობს ხელს, რაც კომპანიების კონკურენტუნარიანობას გააუმჯობესებს. ეს ყველაფერი კი ქალაქის შუაგულში მდებარე კუნძულზე მოქმედ კიბერსაწარმო BETA 2-ში  ხდება. ეს საწარმო, რომელსაც  დიდი ინდუსტრიული გამოცდილება აქვს, ევროპული პროექტის „როგორც ფაბრიკის“ კონცეფციას იზიარებს. ეს კონცეფცია დამწყები ბიზნესების  პერსონალის გადამზადებას, მათი  თანამშრომლობისა  და წარმოების განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.

რამდენიმე კომპანიამ უკვე ისარგებლა ამ პროექტით. ფერნანდოს კომპანია, რომელიც სენსორებისა და უსადენო ტექნოლოგიების შექმნაზე მუშაობს,  ერთ-ერთი მათგანია.  ეს დამწყები ბიზნესი  გაზაფხულზე BETA 2-ის პროექტში აპირებს ჩართვას.

 
ფერნანდო პრესა ფრიასი, NEXMACHINA-ს დამფუძნებელი:

“ზოროზაურე,  ახალი კუნძული, რომელსაც ბილბაოს მანჰეტენს უწოდებენ, საშუალებას გვაძლევს, რომ ახალ ეკოსისტემაზე გადავიდეთ, რომელიც  ტექნოლოგიურ  ინდუსტრიასთან  არის დაკავშირებული. იგი საშუალებას გვაძლევს, რომ ვითანამშრომლოთ  მონდრაგონის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, ან სხვა ჩვენი პროფილის მქონე კომპანიებთან, რის შედეგადაც შეგვიძლია, საერთო შეკვეთა მივიღოთ იმ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რომელიც ინდუსტრიას სჭირდება.“

პროექტის AS FABRIK ბიუჯეტი 5 მილიონ 800 ათასი ევროა და მის 80 პროცენტს ევროკავშირის რეგიონული განვითარების პროგრამა აფინანსებს. ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სპეციალისტების გადამზადება ინდუსტრიისთვის ისეთი უახლესი მომსახურების მიწოდების კუთხით, როგორებიცაა ე.წ. მექატრონიკა, მონაცემთა ანალიზი და ა.შ.

ინდუსტრიისა და საზოგადოების მულტიდისციპლინურ მოთხოვნას რომ უპასუხო, თეორიული და პრაქტიკული  გადამზადება ერთდროულად უნდა ჩატარდეს.

ჯონ ალტუნა ირაოლა, მონდრაგონის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი:

„ჩვენ წინაშე დგას ისეთი კომპლექსური გლობალური გამოწვევები, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, მიგრაცია, ახალი განვითარებადი ეკონომიკები და გაციფრულება… ამ გამოწვევებს რომ უპასუხო, სხვადასხვა დარგის ცოდნა და გამოცდილების გაერთიანებაა საჭირო. ასე რომ, პროექტი „როგორც ფაბრიკა“, ფაქტობრივად, ის ლაბორატორიაა, რომელშიც მომავალი იქმნება.“

AS FABRIK-ი ზოროზაურეს კუნძულის გარდასახვას უწყობს ხელს. 835 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე ორი ტექნოლოგიური პარკი უნდა შეიქმნას.  მაგრამ ჩნდება კითხვა, რას მოუტანს ეს ბილბაოს?

ასიერ აბაუნსა რობლესი, ბილბაოს ურბანული დაგეგმარების სპეციალისტი:

„ზოროზაურეს პროექტი AS FABRIK-ის ფარგლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქალაქში ახალგაზრდების მოზიდვას ისახავს მიზნად, რაც საბოლოო ჯამში, მოსახლეობის გაახალგაზრდავებას ემსახურება. აქ, ისევე, როგორც ევროპის მრავალ ქალაქში, ბევრი ხანდაზმული ცხოვრობს და ახალგაზრდების ნაკლებობა იგრძნობა. გვსურს, ეს შევცვალოთ.“

ავტორი :  ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend