მთავარი სპორტი საქართველოს ჩემპიონატი ფრისტაილში და თოვლის საერთაშორისო დღე

საქართველოს ჩემპიონატი ფრისტაილში და თოვლის საერთაშორისო დღე

სკი კროსისა და სნოუბორდ კროსის მსოფლიო თასის ეტაპების მასპინძლობის შემდეგ საქართველო 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას გუდაურში განაგრძობს. ბაკურიანში გამართული შეჯიბრის ტრასა შენარჩუნდა და უკვე რამდენიმე კვირაა იქ ქართველი მოთხილამურეები ვარჯიშობენ.

3 აპრილს გუდაურში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო, პირველი დღეს შეჯიბრი თავისუფალი სტილის ერთ-ერთ  სახეობაში, სლოუფ სთაილში გაიმართა. ტურნირზე სულ 21-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 8 მოთხილამურე , ხოლო 13 სნოუბორდერია.

მოთხილამურეებს შორის პირველი ადგილი 73 ქულით ლუკა მახვილაძემ დაიკავა, სნოუბორდერებს შორის კი გუგა დვალმა 75 ქულით პირველობა არავის დაუთმო.

გუდაურში 4 აპრილს მორიგი ჩემპიონატი ჩატარდა. White Rabbit Parks-ში თავისუფალი სტილით სრიალის ერთ-ერთი სახეობის, ბიგ ეარის შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 13-მა სპორტსმენმა.

სათხილამურო შეჯიბრში საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ფრისტაილის ნაკრების წევრმა ლუკა მახვილაძემ საუკეთესო ცდების ქულების ჯამური შედეგით (40 ქულით) პირველი ადგილი დაიკავა.

სნოუბორდის შეჯიბრში ფრისტაილის ნაკრების სპორტსმენმა, ჯაბა სხვედიანმა (48.5 ქულით) პირველი ადგილი მოიპოვა.

4 აპრილს შეჯიბრის მსვლელობასთან ერთად თოვლის პარკში  „თოვლის საერთაშორისო დღეც“ გაიმართა. საქართველო უკვე მეათე წელია უერთდება მსოფლიოს სხვა ზამთრის კურორტებს და მათთან ერთად აღნიშნავს ამ დღეს. დღის მთავარი გმირები ბავშვები არიან, რომლებიც აქტიურად აღნიშნავენ  “თოვლის საერთაშორის დღეს”.

გუდაურში ასპარეზობა 11 აპრილს განახლდება.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები