რუსთავის საკრებულოს დეპუტატის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი მაისურაძის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბრალდებულმა 4 აპრილს, რუსთავში საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს კიდურის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც მკურნალობა უტარდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისულების 3-დან 6 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
