მთავარი ამბები რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

რუსთავის საკრებულოს დეპუტატის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი მაისურაძის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბრალდებულმა 4 აპრილს, რუსთავში  საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს კიდურის არეში ცივი იარაღით  ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც მკურნალობა უტარდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს თავისულების 3-დან 6 წლამდე აღკვეთა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები