იორდანიის მეფე აბდულა მეორის ნახევარძმას, პრინცს ჰამზა ბინ ჰუსეინს, შინაპატიმრობა მას შემდეგ მიუსაჯეს, რაც მან იორდანიის მმართველი ელიტა კორუფციასა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყოფილი მეფისნაცვლის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას.
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი, იორდანიის ყოფილ მეფისნაცვალს სამეფოში დესტაბილიზაციის გამოწვევაში ადანაშუალებს. საფადიმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც წინა დღეს მეფე აბდულა მეორის ნახევარძმას, პრინც ჰამზა ბინ ჰუსეინს, შინაპატიმრობა მიუსაჯეს. აიმან საფადიმ განაცხადა, რომ 4 აპრილს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი მის უდიდებულესობას პრინც ჰამზას შეხვდა და სთხოვა, შეეწყვიტა ყველა ის ქმედება, რომლებიც საფრთხეს უქმნის იორდანიასა და მის სტაბილურობას, თუმცა პრინცმა არ მიიღო შეთავაზება და, შესაბამისად, არ გაითვალისწინა იორდანიისა და ხალხის ინტერესები.
შინაპატომრობის დროს ჩაწერილ და გავრცელებულ ვიდეოში პრინცი ჰამზა ქვეყნის მმართველ ელიტას კორუფციასა და არაკომპენტენტურობაში ადანაშაულებს. მმართველი კლასის უპრეცედენტო კრიტიკამ სერიოზული საფრთხე შეუქმნა ქვეყნის სტაბილურობას.
ჰამზა იორდანიის მოქმედი მეფის აბდულას ნახევარძმაა. 1999 წელს, როდესაც აბდულა ტახტზე ავიდა, მან თავის მემკვიდრედ ჰამზა დაასახელა, თუმცა 5 წლის შემდეგ ეს ტიტული ჩამოართვა და თავის შვილს გადასცა.
ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და რეგიონული ძალები, მათ შორის ეგვიპტე, თურქეთი და საუდის არაბეთი, მხარს უჭერენ მეფე აბდულას, რომელიც დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი მოკავშირეა და, არეული რეგიონის მიუხედავად, ქვეყანაში სტაბილურობას ინარჩუნებს.