საქართველოში 5 აპრილიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეუძლიათ 55 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ასევე დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებს. სპეციალურ საიტზე რეგისტრაციის უფლება მათ რამდენიმე დღის წინ მიეცათ. ამავე დროს, ვაქცინის დოზების ეფექტიანად და უდანაკარგოდ გამოყენების მიზნით, იქმნება სათადარიგო სიებიც. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან.
დღეიდან ვაქცინაცია 55 წელს გაცილებულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ
